mulberry ექსკლუზიური ბრენდია საქართველოში, რომლის ძირითადი მიმართულება სილამაზეზე და კომფორტზე ზრუნვაა.
ჩვენი ისტორია დაიწყო 2019 წლის ზაფხულში, როდესაც პირველად აღმოვაჩინეთ აბრეშუმის განსაკუთრებული თვისებები. ჩვენი შთაგონების წყარო გახდა მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების სტატიები, რომლებიც საუბრობდნენ აბრეშუმის ბალიშის პირის უპირატესობებზე ჩვენი სახის კანისა და თმის სილამაზისთვის.
ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნა, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისთვისაც თავის მოვლა და სრულოფილი ძილი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძილი სილამაზის საუკეთესო პროცედურაა, მისი სრულყოფაც შესაძლებელია mulberry-ის ნატურალური აბრეშუმის პროდუქციის დამხარებით. ჩვენი კანი ძილის დროს, ისვენებს, იკვებება და აღიდგენს ბუნებრივ ბალანსს, ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირის მეშვეობით კი შესაძლებელია ეს პროცესი გაცილებით ეფექტური გავხადოთ.
ბრენდის მთავარი უპირატესობა პრემიუმ ხარისხის აბრეშუმის ქსოვილია, რომელიც შეიქმნილია სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირზე ძილი უნარჩუნებს სახის კანს ტენიანობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ანიჭებს თმას ბზინვარებას და გამოირჩევა ჰიპოალერგიული თვისებებით. ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ იზრუნოთ სილამაზეზე, მაშინაც კი როცა გძინავთ.