- გარეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანის დელიკატური რეცხვის რეჟიმით 30°C -ზე, საძილე ნიღაბი გარეცხეთ მხოლოდ ხელით;
- გამოიყენეთ აბრეშუმისთვის ან ნაზი ქსოვილებისთვის განკუთვნილი სითხე ან თმის შამპუნი;
- დაუშვებელია ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილის ან სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება;
- მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ კონცენტრაციას;
- ბალიშის პირი გააუთოვეთ დაბალი სიმხურვალით შიდა მხრიდან;
დელიკატურად მოვლილი აბრეშუმი, ინარჩუნებს მდიდრულ იერსახეს და სასარგებლო თვისებებს, დიდი ხნის განმავლობაში.