ხშირად დასმული კითხვები

mulberry ექსკლუზიური ქართული ბრენდია, რომლის ძირითადი მიმართულება სილამაზეზე და კომფორტზე ზრუნვაა. ჩვენ ვქმნით ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის.

mulberry-ს პროდუქცია მზადდება სპეციალური შეკვეთით ჩინეთში, აბრეშუმის სამშობლოში, უმაღლესი (6A) ხარისხის 100% ნატურალური (22 momme) აბრეშუმის ქსოვილისაგან.

ადამიანი საშუალოდ ცხოვრების 1/3-ს ძილში ატარებს, ძილის დროს კი სახის კანი და თმა აქტიურად ეხება ბალიშის ზედაპირს, ამიტომ საჭიროა ბალიშის პირის სწორად შერჩევა. იმისათვის, რომ ჩვენი სახის კანი და თმა უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს მსოფლიოში წამყვანი დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები და პლასტიკური ქირურგები გვირჩევენ აბრეშუმის ბალიშის პირის გამოყენებას.

ბამბისა და სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი ნაკლებშემწოვია, რაც კანსა და თმას ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და ღამის დამატენიანებლების ეფექტის ბოლომდე ათვისებაში ეხმარება. აბრეშუმის ნაზი, სრიალა ზედაპირი ამცირებს ხახუნს და შესაბამისად – კანის გაღიზიანების, შეშუპების, ნაოჭების წარმოქმნის, აკნეს, თმის ღერის მტვრევისა და დამუხტვის ალბათობას.

mulberry-ს ბალიშის პირები არის სტანდარტული ზომის, 50×70 სმ.

momme (მომი) აბრეშუმის ქსოვილის სისქისა და ხარისხის განმსაზღვრელი ერთეულია. რაც უფრო მაღალია მომი მით უფრო მჭიდროა ქსოვილი, შესაბამისად უფრო გამძლე და ხარისხიანია მისგან დამზადებული პროდუქცია.

mulberry-ს ბალიშის პირები, საძილე ნიღბები და თმის სამაგრები დამზადებულია იდეალური სისქისა და ხარისხის, 22 momme, ნატურალური აბრეშუმის ქსოვილისაგან.

ჩვენი აბრეშუმის ქსოვილი სერთიფიცირებულია Oeko-Tex® საერთაშორისო სტანდარტებით, შესაბამისად არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მავნე  ნივთიერებებსა და ტოქსიკურ საღებავებს.

mulberry-ს სრული კოლექცია წარმოდგენილია სასაჩუქრე შეფუთვით. შეკვეთას მიიღებთ სასაჩუქრე ჩანთით, პროდუქცია კი მოთავსებულია ელეგანტურ ყუთში მაგნიტური საკეტით.

თბილისის მასშტაბით შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმებიდან იმავე ან მომდევნო დღეს (კვირის გარდა).

სხვა ქალაქებში შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმებიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა.

გარეცხეთ გრილ ან ცივ წყალში ხელით ან სარეცხი მანქანის დელიკატური რეცხვის რეჟიმით (არაუმეტეს 30°C), საძილე ნიღაბი და თმის სამაგრი გარეცხეთ მხოლოდ ხელით;

გამოიყენეთ აბრეშუმისთვის ან ნაზი ქსოვილებისთვის განკუთვნილი სითხე ან თმის შამპუნი;

დაუშვებელია ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილის ან სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება;

მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ კონცენტრაციას;

ბალიშის პირი გააუთოვეთ დაბალი სიმხურვალით შიდა მხრიდან;

დელიკატურად მოვლილი აბრეშუმი ინარჩუნებს მდიდრულ იერსახეს და სასარგებლო თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში.