ბალიშის პირი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ბამბისა და სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი ნაკლებშემწოვია, რაც კანსა და თმას ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და ღამის დამატენიანებლების ეფექტის ბოლომდე ათვისებაში ეხმარება. აბრეშუმის ნაზი, სრიალა ზედაპირი ამცირებს ხახუნს და შესაბამისად – კანის გაღიზიანების, შეშუპების, ნაოჭების წარმოქმნის, აკნეს, თმის ღერის მტვრევისა და დამუხტვის ალბათობას.
სრულყოფილი გამოცდილებისთვის გამოიყენეთ ჩვენს საძილე ნიღაბთან ერთად.