ადამიანი საშუალოდ ცხოვრების 1/3-ს ძილში ატარებს, ძილის დროს კი სახის კანი და თმა აქტიურად ეხება ბალიშის ზედაპირს, ამიტომ საჭიროა ბალიშის პირის სწორად შერჩევა. იმისათვის, რომ ჩვენი სახის კანი და თმა უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მსოფლიოში წამყვანი დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები და პლასტიკური ქირურგები აბრეშუმის ბალიშის პირის გამოყენებას გვირჩევენ.
VELI.store-ზე ქართული ბრენდის, mulberry-ის აბრეშუმის პროდუქციას აღმოაჩენ, რომელიც ამ მასალისგან დამზადებულ ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს დახვეწილი დიზაინით გთავაზობს.
Რატომ უნდა ავირჩიოთ აბრეშუმისგან დამზადებული ბალიშის პირი?
1. კვებავს კანს და უნარჩუნებს ტენიანობას
ნატურალური აბრეშუმის 97%-ზე მეტი შედგება ცილისგან, რომელიც შეიცავს 18 ძირითად ამინომჟავას, თითქმის იდენტურს ჩვენს სახის კანსა და თმაში შემავალი ამინომჟავებისა. სწორედ ამიტომ, აბრეშუმი იდეალური, ბუნებრივი საშუალებაა ჩვენი თმისა და კანის გამოკვებისა და გაჯანსაღებისთვის.
ბამბისა და სხვა ქსოვილებისაგან განსხვავებით აბრეშუმი ნაკლებშემწოვია და ეხმარება ჩვენს სახის კანს ღამის რუტინის დროს გამოყენებული საცხების, მკვებავებისა და შრატების თითქმის სრულად ათვისებაში, შესაბამისად კანი რჩება დატენიანებული მთელი ღამის განმავლობაში.
2. ამცირებს მუქი წრეებისა და ნაოჭების წარმოქმნას
აბრეშუმში შემავალი ძირითადი ცილებია ფიბრონი და სერიცინი.
სერიცინი კვებავს კანს, ზრდის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ეხმარება მთავარი ბოჭკოვანი ცილის, კოლაგენის გამომუშავებაში და შესაბამისად აფერხებს კანის დაბერების პროცესს.
ფიბრონის წყალობით, აბრეშუმი გამოირჩევა უნაკლოდ გლუვი და ნაზი ზედაპირით, რაც განაპირობებს ძილის დროს საგრძნობლად ნაკლებ მექანიკურ ზემოქმედებას ჩვენს სახის კანზე. სწორედ ამიტომ, აბრეშუმის ბალიშის პირი სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ამცირებს მუქი წრეებისა და ძილის ხაზების წარმოქმნას, რომლებიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნებიან ნაოჭებად და ასაკობრივ ხაზებად.
3. ამცირებს ალერგიულ რეაქციებს
აბრეშუმი ბუნებრივი ჰიპოალერგიულობით გამოირჩევა და რეზისტენტულია მტვრის, ბაქტერიებისა და სხვა ალერგენების მიმართ. აბრეშუმის ბალიშის პირის გლუვი ზედაპირი ნაზად ეხება სახის კანს, რაც ამცირებს მასზე მექანიკურ ზემოქმედებას და იცავს გაღიზიანებისაგან.
რეკომენდებულია მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
4. უნარჩუნებს თმას ბზინვარებასა და სიჯანსაღეს
აბრეშუმის ბალიშის პირზე ძილი, მისი უნაკლოდ გლუვი ზედაპირის წყალობით, იცავს თმას დამუხტვისა და დაზიანებისაგან. მასში შემავალი ბუნებრივი ამინომჟავები კი ანიჭებენ თმას ბზინვარებას და ჯანსაღ იერს.
რატომ mulberry?
mulberry-ის პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, რაც განაპირობებს მის მჭიდრო სტრუქტურასა და გამძლეობას. ქსოვილი სერთიფიცირებულია Oeko-Tex® საერთაშორისო სტანდარტებით, შესაბამისად არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მავნე ნივთიერებებსა და ტოქსიკურ საღებავებს.
შეიძინე mulberry-ს ასორტიმენტი ველიზე, შეუკვეთე შენთვის ან გაუგზავნე ადრესატს სასაჩუქრე შეფუთვითა და მისალოცი ბარათით სრულიად უფასოდ.
წყარო: Veli.store