მარიამ დარცმელია
Dartsocares
კანის მოვლის მრჩეველი, რომელიც აუდიტორიას მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას უზიარებს თავის მოვლასა და ჯანმრთელობაზე
რადგან უკვე შვიდი თვეა ყოველდღიურად ვიყენებ mulberry-ის ბალიშის პირს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და პროდუქტის დეტალური განხილვა.
ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად მხოლოდ კანის მოვლის რუტინა არ არის საკმარისი; ასევე აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, სტრესის შემცირება, ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა და ხარისხიანი ძილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ძილის დროს ხდება ორგანიზმის აღდგენა და ჰორმონების დაბალანსება, აუცილებელია გვქონდეს კომფორტული, 7-8 საათიანი ძილი. ხარისხიანი ძილის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ბალიშის ტიპი და გამოყენებული ბალიშის პირის ქსოვილი. გარდა იმისა, რომ ბამბისა და სხვა ქსოვილებისაგან განსხვავებით აბრეშუმი სასიამოვნო და გრილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს კანისა და თმისთვის.
მაღალი ხარისხის აბრეშუმი არის გამძლე მასალა, რომელიც უძლებს რეგულარულ გამოყენებას და ხშირ რეცხვას. კარგად მოვლილი აბრეშუმის ბალიშის პირი დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, ამიტომაც ძალიან კარგი ინვესტიციაა ჯანმრთელი კანისა და თმის შესანარჩუნებლად. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია და დამიჯერეთ, მას შემდეგ რაც გამოცდით აბრეშუმის კომფორტს, გაგიჭირდებათ სხვა ქსოვილზე ძილი.
აბრეშუმის დადებითი თვისებები:
კანს უნარჩუნებს ტენიანობას
ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა ყველაზე დიდი რაოდენობით ხდება ძილის დროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ღამე ხელი შევუწყოთ კანში ტენიანობის შენარჩუნებას. აბრეშუმი ბუნებრივი და დაბალფოროვანი ქსოვილია, რის გამოც ნაკლებად იწოვს სითხეს, რაც კანსა და თმას ბუნებრივი ტენიანობის შეკავებასა და ღამის რუტინის დროს გამოყენებული შრატების და დამატენიანებლების უკეთ ათვისებაში ეხმარება.
ამცირებს ხახუნს
აბრეშუმში შემავალი ფიბრონის გამო მისი ზედაპირი გლუვია, რაც ამცირებს ხახუნს, კანის გაღიზიანების, შეშუპების, ნაოჭების წარმოქმნის და თმის ღერის დაზიანების და დამუხტვის ალბათობას.
ჰიპოალერგიულია
აბრეშუმი ბუნებრივი ჰიპოალერგიულობით გამოირჩევა და რეზისტენტულია მტვრის, ბაქტერიებისა და სხვა ალერგენების მიმართ, რის გამოც მცირდება კანის გაღიზიანების რისკი; ამიტომაც რეკომენდებულია მგრძნობიარე ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთის.
არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს
მაღალი ხარისხის აბრეშუმი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და ტოქსიკურ საღებავს, რის გამოც არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
არეგულირებს ტემპერატურას
აბრეშუმს აქვს ბუნებრივი ტემპერატურის მარეგულირებელი თვისებები: მას შეუძლია შეინარჩუნოს სიგრილე ცხელ ამინდებში და სითბო – დაბალ ტემპერატურაზე.
mulberry-ის პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% ნატურალური აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისგან, რაც განაპირობებს მის მჭიდრო სტრუქტურას, ხარისხსა და გამძლეობას.
ქსოვილი ასევე სერთიფიცირებულია Oeko-Tex® საერთაშორისო სტანდარტებით, შესაბამისად არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.