mulberry სილამაზესა და კომფორტზე ორიენტირებული ექსკლუზიური ქართული ბრენდია, რომელიც ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს ქმნის.
თითოეული პროდუქტი სპეციალურად სახის კანისა და თმის იდეალური მოვლისთვის მზადდება. კოლექცია, რომელიც ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით შექმნილ პროდუქტებს მოიცავს, თავის კონცეფციაში სილამაზის, ზრუნვის, კომფორტისა და ხარისხის იდეას აერთიანებს.
mulberry-ის პროდუქცია 100%-ით ნატურალური აბრეშუმის, იდეალური სისქისა და ხარისხის ქსოვილისგან არის დამზადებული, რაც განაპირობებს მის მჭიდრო სტრუქტურასა და გამძლეობას, აბრეშუმის ქსოვილი კი სერტიფიცირებულია Oeko-Tex® საერთაშორისო სტანდარტებით, შესაბამისად, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მავნე ნივთიერებებსა და ტოქსიკურ საღებავებს.
mulberry-ის ნაზი და სრიალა ზედაპირის მქონე ბალიშის პირები აჯანსაღებს კანის სტრუქტურას, თმას – ბზინვარებას, ხოლო კანს – ტენიანობას უნარჩუნებს. ამცირებს, როგორც მუქი წრეებისა და ნაოჭების წარმოქმნას, ისე ალერგიულ რეაქციებს, რადგან ბუნებრივი ჰიპოალერგიულობით გამოირჩევა და რეზისტენტულია მტვრის, ბაქტერიებისა და სხვა ალერგენების მიმართ.
ბალიშის პირთან ერთად შეგიძლიათ საძილე ნიღაბი გამოიყენოთ, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის ქსოვილისაგანაა დამზადებული, ხოლო შიგთავსისთვის გამოყენებულია აბრეშუმის შემავსებლის ორმაგი ფენა. საძილე ნიღაბი უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ამცირებს თვალის გარშემო ასაკობრივი ხაზებისა და მუქი წრეების წარმოქმნას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს ნებისმიერ დროს.
უმაღლესი ხარისხის, ნაზი თმის სამაგრი, რომელსაც mulberry გთავაზობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძილის დროს, ისე დღის განმავლობაში. სადა, გამორჩეულ ფერთა პალიტრა საშუალებას გაძლევთ სამაგრი თქვენს ნებისმიერ ლუქს შეუხამოთ. 100% აბრეშუმის პროდუქტი კი ზრუნავს თმის ბუნებრივ, ჯანსაღ და ლამაზ იერზე.
საყვარელი ადამიანის გასახარებლად, მათზე ზრუნვის გამოსახატად mulberry-ის სასაჩუქრე, საძილე სეტები იდეალური არჩევანია. სეტი – Midnight ბალიშის პირისა და საძილე ნიღბისგან შედგება, ხოლო Beauty Sleep-ს თმის სამაგრიც ემატება.
ნატურალურ აბრეშუმის კოლექციას – ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს გამორჩეული ვიზუალი და ფერებიც განასხვავებს – ვარდის, კარამელის, ვერცხლის, მოვარდისფრო ოქროს და მუქ ნაცრისფერ ფერთა პალიტრა.
რა უპირატესობა აქვს აბრეშუმს კანის მოვლის რუტინაში?
აბრეშუმის პროდუქციას კანის მოვლის რუტინის მნიშვნელოვან ნაწილად მისი შემადგენლობა აქცევს, რომელიც ეხმარება თმასა და კანს გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში, აბრეშუმის გლუვ და ნაზ ზედაპირს მინიმალური მექანიკური ზემოქმედება აქვს სახის კანზე. უზრუნველყოფს ნაოჭების გაჩენის პრევენციას,
ზრდის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, კანს ეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც მისი სიმკვრივისა და ელასტიკურობისთვის აუცილებელი ცილაა, სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი არ შთანთქავს სახის დამატენიანებელ კრემებსა და შრატებს, შესაბამისად, კანი მთელი ღამის განმავლობაში დატენიანებულია, იღებს მაქსიმალურ ეფექტსა და სარგებელს სხვადასხვა საცხისგან.
აბრეშუმის ბალიშის პირზე ძილი იცავს თმასაც, დამუხტვისა და დაზიანებისაგან, მასში შემავალი ბუნებრივი ამინომჟავები კი ანიჭებენ თმას ბზინვარებას და ჯანსაღ იერს.
წყარო: Hammock Magazine